Gürcistan ve Türkiye hükümetleri arasında kültür alanında iş birliği programı yenilendi
საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან, მეჰმეთ ნური ერსოისთან. მხარეებმა ხელი მოაწერეს „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2024-2028 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას“. ეს არის გაგრძელება ანალოგიური პროგრამისა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებდა და რომლის ვადა 2021 წელს ამოიწურა. პროგრამა ითვალისწინებს ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებსა და უწყებებს შორის თანამშრომლობას კულტურისა და ხელოვნების სფეროებში – ლიტერატურის, თეატრის, კინოს, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, სამუზეუმო, საგამომცემლო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.
საქართველოს მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დესპანი დიანა მალაზონია, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მეორე მდივანი თამარა თევდორაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ კეთილაძე.
შეხვედრაში თურქეთის მხრიდან მონაწილეობდნენ კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე გიოქჰან იაზგი, კაბინეტის უფროსი ფათიჰ გურქანი, მინისტრის მრჩეველი ალი ერჯანი, ევროკავშირისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიოზდე შაჰინი და კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების გენერალური დირექტორი ბიროლ ინჯეჯიქოზი.
ორ მთავრობას შორის 2017-2021 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, თურქულმა მხარემ 4 მილიონ დოლარზე მეტი საბიუჯეტო სახსარი გამოყო, რის შედეგადაც მათი მხრიდან აღდგა იშხანი, თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით განახლდა და, ძეგლის ავთენტიკურობის პრინციპის დაცვით, გამაგრდა ოშკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარხალს. დაწყებულია პროცედურები ტბეთის მოვლა-შენარჩუნების მიზნითაც.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა თურქული მხარის მიერ წინა პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოების გამო.
პროგრამის განახლება განსაკუთრებული წარმატებაა, ვინაიდან წინა – 2017-2021 წლების პროგრამას ვადა ამოეწურა, მისი განახლების შესახებ მხარეებს შორის მოლაპარაკებები კი 2021 წლიდან მიმდინარეობდა.
Gürcistan ve Türkiye hükümetleri arasında kültür alanında iş birliği programı yenilendi
Gürcistan Kültür ve Spor Bakanı Çay Tsulukiani, Türkiye Cumhuriyeti Kültür ve Turizm Bakanı Mehmet Nuri Ersoi ile bir çalışma ziyaretinde bulundu. Taraflar, “Gürcistan Hükümeti ile Türkiye Cumhuriyeti Hükümeti arasında 2024-2028 yıllarında kültür alanında İşbirliği Programı” imzaladı. 2017 yılından beri faaliyet gösteren ve 2021 yılında sona erecek olan benzer bir programın devamı. Programda kültür ve sanat – edebiyat, tiyatro, sinema, müzik, güzel sanatlar, müze, yayıncılık ve kültürel mirasın koruma alanlarında ilgili kurumlar ve kurumlar arasında iş birliği gerçekleştiriliyor.
Toplantıya Gürcistan Kültür ve Spor Bakan Yardımcısı Nikoloz Aznaurashvili, Gürcistan’ın Türkiye Cumhuriyeti Büyükelçisi Giorgi Janjgava, Gürcistan Başkonsolosu da katıldı. Alexander Jishkariani İstanbul’da, Gürcistan’ın Türkiye Cumhuriyeti Büyükelçiliği Büyükelçisi Diana Malazonia, Türkiye Büyükelçiliği İkinci Sekreteri Tamara Tevdoradze ve Gürcistan UNESCO Kültürel Mirasını Koruma Ulusal Ajansı ve Uluslararası İlişkiler Servisi Başkanı Tamar Ketiladze.
Toplantıya Kültür ve Turizm Bakan Yardımcısı Giokhan Yazgı, Kabine Başkanı Fatih Gurqani, Bakan Danışmanı Ali Ercan, Avrupa Birliği Dış İlişkiler Daire Başkanı Giozde Şahin ve Kültürel Miras ve Müzeler Genel Müdürü Birol İncikozi katıldı.
İki hükümet arasındaki 2017-2021 iş birliği programı çerçevesinde Türk tarafı, modern ve son teknolojiler kullanılarak yenilenen ve anıtın özgünlük ilkesine uygun olarak İşkhan’ın yeniden inşa edilmesi sonucu 4 milyon dolardan fazla bütçe ayırdı Oshki ve Parkhali’yi rehabilite etti. Gölün bakımı ve yaşatılması amaçlı işlemler başlatılmıştır.
Toplantıda Gürcü tarafı, önceki program çerçevesinde Türk tarafının yaptığı önemli çalışmalardan dolayı teşekkürlerini iletti.
Önceki 2017-2021 programının sona ermesinden ve taraflar arasındaki yenileme görüşmeleri 2021 yılından bu yana sürmekte olduğu için programın yenilenmesi büyük bir başarı. Gürcüce’den çevrildi.